sulkhanmetreveli


Skip to content, navigation.


  • Home
    Main page
  • Research
    Framing
  • Articles
    Journalism
  • Biography
    Life
  • Links
    Related to my life
  • Contact
    Write me

The 48th Article of Constitution and Politics above the Poverty Line

Full Version only in Georgian language

კონსტიტუციის ორმოცდამერვე მუხლი და პოლიტიკა სიღარიბის ზღვარს ზევით

თავიდანვე შევნიშნავ, რომ აღარ მახსოვს, კონსიტუციის ორმოცდამერვე მუხლში რა წერია, სვეტის სათაურში ამ ციფრს მხოლოდ რიტორიკული დატვირთვა აქვს და მის მაგივრად ნებისმიერი სხვა რიცხვი შეიძლება ყოფილიყო. ოდესღაც ნამდვილად ვიცოდი ყველა მუხლის შინაარსი და მერე დამავიწყდა. ვიცოდი მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა მეტ-ნაკლებად სტაბილური ხდებოდა და ყველაფერი თავიდან იწერებოდა - კონსიტუციით დაწყებული და პერზიდენტის აქტებით დამთავრებული. მაშინ სკოლაში დავდიოდი და პოლიტიური ცვლილებების დიდი იმედი მქონდა, თანაც მეგონა, რომ ეს ცვილებები კანონის უზენაესობით იწყებოდა. ახლა, იმ ამბიდან მრავალი წლის შემდეგ, მივხვდი, რომ მარტო კანონის ქაღალდზე დაწერით ქვეყანას ვერ ააშენებ და თუ პოლიტკაში წარმატების მიღწევა გინდა, ხალხს უნდა უსმინო.


ამ რამდენიმე დღის წინ გაცხარებული საუბარი მქონდა ჩემს ერთ-ერთ შვეიცარიელ მეგობართან, რომელიც არც თუ ისე კარგად არის გათვითცნობიერებული ქართულ პოლიტიკაში და რომლისთვისაც რაც შეიძლება იოლად უნდა ამეხსნა ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა.


- იცი რა - მივმართე მას - ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ქართული ოპოზიცია შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: პირველნი არიან ისინი, ვისაც პარლამენტში მოხვედრა უნდა და მეტი არაფერი (სამწუხაროდ უმეტესობა ასეთუ უნდა იყოს), მეორენი ისინი, ვისაც რაღაცის შეცვლა სურს, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს რისი და მესამენი ისინი, ვისაც პოზიტიური ცვლილებები უნდა, კონკრეტულად იცის რას გააკეთებდა ხელისუფლებაში მოსვლისას მაგრამ ხალხს ვერ აგებინებს ამას . არა იმიტომ, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ხალხზე გაცილებით ჭკვიანია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას დღეს სხვა ინტერესები აქვს და თანაც მეტად ლოგიკური.


გასულ შემოდგომას საქართველოში მომხდარი ამბები სიურპრიზი იყო ჩემთვის. განა იმიტომ, რომ საპროტესტო გამოსვლებს არ ველოდი (პირიქით, ხალხის აღშფოთება დროის საკითხი იყო ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდებოდა უაღრესად მტკივნეული რეფორმები - თანაც ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს რეფორმები საჭიროზე მეტად მტკივნეული ყოფილიყო) არამედ იმტომ, რომ ასეთი მასშტაბით პროტესტი ხალხს ჯერ არასდროს გამოუთქვამს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.  ეს მიტინგები უნიკალური იყო კიდევ იმ მხრივ, რომ მას დასაწყისისას ლიდერი არ ყოლია და ახლა რომ ვაანალიზებ, არც დასასრულს გამოჩენილა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს უხელმძღვანელებდა. ულიდეროდ მყოფ მშიერ (მინდა ხაზი გავუსვა ამ სიტყვას, მოგვიანებით დაგვჭირდება) ხალხს სათავეში ჩაუდგა უაღრესად ჰეტეროგენული ოპოზიცია, რომელსაც საერთო მხოლოდ ერთი რამ ქონდა: ხელისუფლების სიძულვილი.  სათავეში კი ჩაუდგა, მაგრამ ეფექტურად მართვის სადავეები ვერასდროს აიღო ხელში.


გაეროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქრთველოს მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს.  სანამ ამ სვეტის წერას გავაგრძელებდე, მინდა ხაზი გავუსვა, რაზე ვლაპარაკობთ: ამ დიპლომატიური ფრაზის მიღმა საზარელი სიმართლე იმალება: გამოდის, ქართველების ნახევარზე მეტს იმაზე უწევს ფიქრი, როგორ გაიტანოს თავი საღამომდე, როგორ გამოკვებოს თავისი ოჯახი, რა აჭამოს შვილს ყოველ ცისმარე დღე. ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის უდიდეს ნაწილს წარმოდგენა არა აქვს, რამხელა კატასტროფის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ამას ვერ ხვდებოდა “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც, სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, უამრავი მნიშვნელოვანი და წარმატებული ეკონომიკური რეფორმა გაატარა (ამის საბუთად იხილეთ თუნდაც საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც ბოლო წლებში სოფლის ბიუჯეტიდან ქვეყნის ბიუჯეტად იქცა), მაგრამ სრულიად დაავიწყდა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური წარმატება ხალხსაც უნდა წაადგეს რამეში. ამას ვერ მიხვდა ვერც ქართული ოპზიციის ის ნაწილი (რთულია, ილაპარაკო მასზე, როგორც ერთიან სხეულზე), რომელსაც ჭკუა მოეთხოვება. სამაგალითოდ გავიხსენოთ ის ოთხი თუ ხუთი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ამ გაერთიანებულმა პოლიტკურმა ძალამ ხელისუფლებას წამოუყენა. თქმა იოლია და გაკეთება რთული: როგორ გინდა გაიხსენო ის, რაც იმ დროისთვის აქტუალური არ იყო?  უზღვავი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, იმისთვის, რომ ხელისუფლების წარუმატებელი სოციალური პოლიტკა ( წარუმატებელი კი არა ასეთი პროტესტებამდე, ალბათ, არც არსებობდა) დაეგმო და ოპიზიციამ კონსტიტუციის ცვლილება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა მეთოდით დაკომპლექტება მოითხოვა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხალხზე კი არა, საკუთარ თავზე ზრუნავდა.


საქართველოში მორიგი პოლიტკური არეულობა ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო: ოპიზიციური კოალიციის სრული მარცხით. ალბათ, იშვიათია პოლიტიკის ისორიაში შემთხვევა, ისე არაეფექტურად გამოეყენებინა რომელიმე პოლიტიკურ ძალას მასობრივი აღშფოთება, როგორც ეს ცხრაპარტიულმა კოალიციამ გააკეთა.


ალოგიკურია, ხელისუფლება დაადანაშაულო მის საწინააღმდეგოდ წამოწყებული კამპანიის სრულ გაკოტრებაში. ფაქტია, ოპოზიციას თავად ხალხმა აქცია ზურგი (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ოპოზიცია არც არასდროს შეტრიალებულა ხალხისკენ).


აი, ხელისუფლებამ კი გაცილებით უკეთ აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და მომიტინგეებს ის უთხრა, რისი გაგონებაც უნდოდათ: გვესმის თქვენი სოციალური სიდუხჭირის ამბავი და უკეთ მივხედავთ ყველაფერსო. მიხედავს თუ არა, დრო გვიჩვენებს: საქმე რომ გამოვიდეს, ახლანდელმა მთავრობამ იმაზე უკეთესი რამ უნდა მოიფიქროს, ვიდრე “სიღარიბის დაძლევის 50 დღიანი პროგრამაა”


ამავე დროს ისიც თვალნათელია, რომ შემოდგომის გრანდიოზული პროტესტები ხელისუფლების უდიდეს მარცი იყო და უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები მისი უდიდესი გამარჯვება. ოპოზიციას არც ერთში და არც მეორეში მნიშვნელოვანი წილი არ შეუტანია და ვერც შეიტანს მანამ, სანამ არ მიხვდება, რომ, როცა ხალხს შია, მას პურს აძლევენ და კონსტიტუციის მუხლებს არ ცვლიან.

 

 

 

 

© 2009 Sulkhan Metreveli